მენიუ
ზღაპარი თავისუფლებაა! აზროვნების თავისუფლება, ფანტაზიის თავისუფლება, სადაც არავინ და არაფერი გზღუდავს და მაქსიმალურ შესაძლებლობას გაძლევს მეტი იფიქრო, მეტად გაშალო ფრთები, მეტი საოცრებები აღმოაჩინო და აღმოაჩენინო სხვას. მეტი ფანტაზია მისცე ბავშვებს და მეტი სასაუბრო თემა გქონდეს საკუთარ შვილებთან.
ზღაპარი აჩვევს და აყვარებს პატარებს კითხვას და აახლოვებს წიგნებთან, ამავდროულად კი, სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედების გზებს ასწავლის.
ამიტომაც არის ზღაპარი მხატვრული ლიტერატურის გამორჩეული ჟანრი.