Vladimir Sorokin თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Vladimir Sorokin

Vladimir Sorokin

Vladimir Sorokin
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან100
advertising
რუსული

განრიგი

08.05.2026
პარასკევი
20:00
100 ₾ - 190
100 ₾ - 190
ვრცლად

აღწერა

ვლადიმერ სოროკინი, ბესტსელერის „Fairy tale“ (ზღაპარი) ავტორი, 8 მაისს თბილისში წარდგება
 

8 მაისს თბილისში გაიმართება შეხვედრა თანამედროვე რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან მწერალთან, წლის ბესტსელერის — „Fairy tale“-ის ავტორთან, ვლადიმერ სოროკინთან. საღამოს პროგრამა მოიცავს რომანის ფრაგმენტების კითხვას, აუდიტორიასთან საუბარსა და ავტოგრაფების სესიას. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, მოუსმინოთ ავტორის ცოცხალ სიტყვას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რჩება რუსული ლიტერატურის მთავარ პროვოკატორად და წინასწარმეტყველად, იმ ტექსტების შემქმნელად, რომლებმაც შეცვალეს ლიტერატურის აღქმა XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე.
 

სოროკინი ლეგენდარული ფიგურაა: მისი წიგნები თარგმნილია ათეულობით ენაზე, გამოიცემა მსოფლიოს უდიდეს გამომცემლობებში და შესულია ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების პროგრამებში. „ცისფერი ქონის“, „ოპრიჩნიკის დღის“ , „თელურიასა“ და „ნორმას“ ავტორი რამდენიმე ათეული წელია აყალიბებს კულტურულ ლანდშაფტს, ანგრევს ჩვეულ ჩარჩოებს და ხელახლა ქმნის ლიტერატურულ ენას. მისი შემოქმედება რევოლუციური და თავისუფალია, ის ხსნის მოულოდნელ ჰორიზონტებს ადამიანისა და საზოგადოების შესაცნობად.
 

„Fairy tale“, ისევე როგორც სოროკინის წინა წიგნი „მემკვიდრეობა“, რომელიც რუსეთში აკრძალეს, დამოუკიდებელმა გამომცემლობა Freedom Letters-მა გამოსცა. მწერლის ახალი რომანი არის იგავი — ველური და მომხიბვლელი, დაუნდობელი და ამავდროულად ამაღელვებელი. „Fairy tale“-ში ცოცხლდება პირქუში, პოსტაპოკალიფსური რუსეთი, სადაც ნაგავსაყრელები იმედის ტერიტორიად იქცევა, ხოლო ნაგვის ველებზე მოგზაურობა — საკრალური ტრანსფორმაციის გზად.
 

სოროკინი მკითხველს განმწმენდ აბსურდში მიუძღვის: გახრწნის შემზარავი პროზიდან მადლის გაელვებამდე. „Fairy tale“ არის ახალი ეპოსი რუსული ცნობიერების შესახებ: მანკიერი და ნათელი, დამცირებული და მეოცნებე.
 

რომანი წლის ყველაზე განხილვად ლიტერატურულ მოვლენად იქცა, რომელიც წარმოადგენს ფილოსოფიურ რეფლექსიას ძალაუფლებაზე, რწმენასა და ადამიანის ბუნებაზე.
 

საღამო თბილისში არ არის მხოლოდ შეხვედრა თანამედროვე რუსული პროზის საკვანძო ფიგურასთან, არამედ შესაძლებლობა, შეეხოთ თავისუფლების ცოცხალ ლიტერატურას. ღონისძიებაზე ხელმისაწვდომი იქნება დამოუკიდებელი გამომცემლობა Freedom Letters-ის წიგნები, რომელიც რუსეთში აკრძალულ ყველაზე გაბედულ ტექსტებსა და ავტორებს გამოსცემს.
 

ღონისძიების ენა: რუსული

იჩქარეთ! შეიძინეთ ბილეთები წინასწარ საუკეთესო ფასად.

ფოტო და ვიდეო

Vladimir Sorokin

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება