„კ(ქ)რონოსი“ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
„კ(ქ)რონოსი“ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა

„კ(ქ)რონოსი“ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა

„კ(ქ)რონოსი“ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა
Rustaveli Avenue
ბილეთის ფასი
დან 30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
27.06.2025
პარასკევი
10:00
30
28.06.2025
შაბათი
10:00
30
29.06.2025
კვირა
10:00
30
01.07.2025
სამშაბათი
10:00
30
02.07.2025
ოთხშაბათი
10:00
30
03.07.2025
ხუთშაბათი
10:00
30
04.07.2025
პარასკევი
10:00
30
05.07.2025
შაბათი
10:00
30

აღწერა

„კ(ქ)რონოსი“
ტატო ახალკაციშვილის გამოფენა

SOLO - გამოფენის გენერალური მხარდამჭერია.

ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ უმთავრესად წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედების განსხვავებულ ეტაპს. საგამოფენო თხრობის იმერსიულ ხასიათს განაპირობებს დიდი ზომის ტილოები. თითოეული ტილო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქვეთავია - ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ სერიას. გამოფენის სათაური, კონცეფცია და მთლიანი ვიზუალური ქსოვილი წარმოადგენს კურატორის, კონსტანტინე ბოლქვაძის რეფლექსიას ხელოვანზე. მონუმენტურ ფერწერულ ტილოებს აერთიანებს დრამატულობა და თხრობის პათოსი.
ვიზუალურ თხრობაში თავს იჩენს შემდეგი ასპექტები:
ბიბლიური თუ არქეტიპულ-მითოლოგიური, ფრანსუა რაბლეს რენესანსული დიდაქტიკა (გარგანტუა და პანტაგრუელი), ესქატოლოგია და ჰოლანდიურ-ფლანდრიული სკოლის ჟანრული ჩანართები.
უდროო, იმპერსონალურ სივრცეებში „მოგზაური არტისტი“ კრონოსით, პეგასით, კუპიდონებით თუ სხვა კულტურული კოდებით ეძებს დროს; მისი მიზანი არ არის სტილის და ეპოქის სულის გაცოცხლება, პირიქით, მხოლოდ ამ გზით რეფლექსირებს ქართულ, ლოკალურ კონტექსტზე და ალეგორიული სიუჟეტებით ყვება მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე.
ნამუშევრებში ამბივალენტური ნიუანსებიც იკითხება: ტოქსიკური ფერები და ჰოლანდიური ვალიორი, ჰარმონია და ქაოსი, სიცოცხლე და თანატოსი, კლასიკა და პოსტმოდერნიზმი....
ტატო ახალკაციშვილი მიეკუთვნება 2000-იანების თაობას. იგი მულტიმედიური არტისტია, ფერწერის და გრაფიკის გარდა, ქმნის ფოტოებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს, ობიექტებს და ვიდეოარტს. ტატო იყო „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წევრი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ამ ჯგუფის ნოვატორულობა გამოიხატებოდა შემდეგი ნიშნებით: პოსტსაბჭოთა სივრცის რეფლექსია, კოლექტიური მეხსიერების პრობლემა და ქართულ ხელოვნებაში ახალი ფიგურატიულობისა თუ ჰიპერრეალიზმის სტილების დანერგვა.
გამოფენის საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს გრაფიკული ნამუშევრების კონსტრუქცია, როგორც საკურთხეველი საკულტო არქიტექტურაში. თითქოს, ზღურბლს ან მიღმიერთან გამყოფს ვუახლოვდებით. ამ კონსტრუქციით იკითხება მთელი გამოფენა, ასევე მასში გამოფენილი ნამუშევრები მხატვრის ადრეულიდან დღემდე პერიოდის სელექციაა. მრავალი წლის წინ შექმნილი ნამუშევრები ორგანულად ეწერება გამოფენაში, მეტიც, გვიჩვენებს მხატვრის თანმიმდევრულ სახვით სამყაროს. კონსტრუქციის და საგამოფენო დარბაზის ფერადოვანი ფონებიც მკაფიოდ წარმოაჩენს მხატვრის ხელწერულ იდენტობას.
გამოფენის სათაური, „კ(ქ)რონოსი“ ერთგვარად ხსნის ტატო ახალკაციშვილის შემოქმედების კონცეპტუალურ არსს - პირველადი აღქმით, განყენებული სიუჟეტები და ზოგადად არტისტული სამყარო მუდმივად ეხმიანება ჩვენს თანამედროვეობას: სოციალურ თუ პოლიტიკურ ფონს, ახალ მსოფლიო წესრიგს, მის მანკიერ შედეგებს თუ ღირებულებათა ომს.

ფოტო და ვიდეო

„კ(ქ)რონოსი“ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა

ადგილი

შოთა რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი (შემოკლებით "რუსთაველი", ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) — მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან, გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება