ხილვა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ხილვა

ხილვა

ხილვა
31 Atoneli St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ქართული

განრიგი

06.02.2026
პარასკევი
20:00
25 ₾ - 35
25 ₾ - 35
ვრცლად
07.02.2026
შაბათი
20:00
25 ₾ - 35
25 ₾ - 35
ვრცლად
08.02.2026
კვირა
20:00
25 ₾ - 35
25 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

პიესის ავტორი - ლაშა ბუღაძე

რეჟისორი - სალომე ჯოგლიძე

მხატვარი - ქეთევან ნადიბაიძე

კომპოზიტორი - ანა ზაქარეიშვილი

 

მონაწილეობენ: დავით ბეშიტაიშვილი, ბაია დვალიშვილი, სალომე მაისაშვილი, ბაია კერესელიძე, ლუკა ჯაფარიძე

 

„ხილვა“ ანტიკური ტრაგედიის, ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“ რეცეფციაა. პიესა ასახავს საზოგადოებას კრიზისულ მდგომარეობაში, სადაც ომის საფრთხე, პოლიტიკური არასტაბილურობა და სოციალური შიში ქმნის გარემოს, რომელშიც რაციონალური აზროვნება თანდათან თმობს პოზიციებს და ტრანსცენდენტურ ძალას ემორჩილება.

 

„ხილვა“ შეგნებულად უარს ამბობს კლასიკური ტრაგედიის პათოსზე. ტექსტის იუმორი და ერთი შეხედვით ცინიკური ტონი ქმნის მწარე თვითირონიულ სივრცეს, სადაც ტრაგიკული გამოცდილება აღარ განიცდება როგორც კათარზისის წყარო. სპექტაკლი იკვლევს ანტიკური ტრაგედიის არქეტიპულ მოდელსა და მის თანამედროვე, დეფორმირებულ ანარეკლს. თანამედროვე პერსონაჟები, ანტიკურ მოდელთან კავშირს ინარჩუნებენ სწორედ ამ კავშირის დარღვევის გზით.სპექტაკლი წარმოადგენს კრიტიკულ დაკვირვებას იმ მომენტზე, როდესაც საზოგადოება მზად არის დაუჯერებლის დასაჯერებლად და მიუღებლის მისაღებად — იმ ზღვარს სადაც თვითგადარჩენის ინსტინქტით დაბრმავებული იმართება შიშით, რწმენითა და პროპაგანდისტული მანქანის საშუაებით. „ხილვა“ არ გაძლევს მარტივ პასუხებს. ის გაყურებინებს სარკეში – როგორც მოქალაქეს, როგორც მშობელს, როგორც ადამიანს.

ფოტო და ვიდეო

ხილვა

ადგილი

თეატრი ათონელზე
"თეატრი ათონელზე" არის ძალიან პატარა თეატრი თბილისის ყველაზე ისტორიულ ადგილას. აქ შეგიძლიათ ნახოთ აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, რომანტიკა, დეტექტივი და ასე შემდეგ უსასრულობამდე! თეატრში ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს, მაგრამ მიუხედავად მცირე ასაკისა, მათი მსახიობობა უკვე შეძლებს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას. აქ ყველა სპექტაკლი გააზრებულია უმცირეს დეტალებამდე, ამიტომ არის მათში გარკვეული სულისკვეთება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება