ვინსენტ პეირანი LIVING BEING IV –Time Reflections თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ვინსენტ პეირანი LIVING BEING IV –Time Reflections

ვინსენტ პეირანი LIVING BEING IV –Time Reflections

ვინსენტ პეირანი LIVING BEING IV –Time Reflections
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

28.05.2026
ხუთშაბათი
20:00
30 ₾ - 95
30 ₾ - 95
ვრცლად

აღწერა

ვინსენტ პეირანი საპრემიერო ალბომით თბილისში

28 მაისი, 2026 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დიდი დარბაზი

LIVING BEING IV –Time Reflections 

 

ვინსენტ პეირანი - აკორდეონი, აკორდინა

ემილ პარიზიენ - საქსოფონი (სოპრანო)

ჟულიენ ერნე - კონტრაბასი

ტონი პელმან - პიანინო, ელექტროკლავიში, Fender Rhodes 

იოან სერა - დრამი

 

ევროპული ტურის საკონცერტო სერიიდან 5 ფრანგი ვირტუოზი მუსიკოსი 28 მაისს, თბილისს, ამბიციური პროექტით ესტუმრება. კონცერტის ოფიციალური წარმდგენი და ორგანიზატორი „თაგის არტია“-სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „თბილისი რიტმი“.

 

ვირტუოზი ფრანგი აკორდეონისტის, ვინსენტ პეირანის საპრემიერო ალბომის "Living Being IV: Time Reflections” მოსმენისას, მაშინვე გვაოცებს დინამიკის ფართო დიაპაზონი, ყველა დეტალში ინტიმურობა და ექსტრავერსია, მდიდარი ტექსტურა და არანჟირება, რომელიც მოულოდნელობებით სავსე მომხიბვლელ მომენტებს ქმნის.

დღეს ხუთი ვირტუოზი ფრანგი მუსიკოსი ჯაზის საშუალებით მუსიკის ფართო სპექტრს მოიცავს - ბაროკოს მუსიკიდან „თინეიჯერულ პოპამდე“, ბალკანეთის ტრადიციებიდან აფრიკის ჰანგებამდე. ხვალ კი, თავიანთი თხრობის უნარით, სცენარის შექმნის ნიჭით და დინამიკის ოსტატობით, ყოველი მათი კონცერტი გადაიქცევა სრულყოფილების ზეიმად.

ვინსენტ პეირანის ინტელექტუალური მუსიკალური პალიტრა ყურს სიამოვნებს, ულამაზესია ლირიული პასაჟები და რომანტიული მონაკვეთები.

 

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ‘თბილისი რიტმი“ იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ფოტო და ვიდეო

ვინსენტ პეირანი LIVING BEING IV –Time Reflections

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება