სტუდენტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სტუდენტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
advertising
ქართული

განრიგი

21.01.2026
ოთხშაბათი
09:30

აღწერა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა 2026 წლის 21-23 იანვარს აწყობს სტუდენტთა VI ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მოხსენება უნდა ეხებოდეს მსოფლიოს და/ან საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებს.
კონფერენციის მსვლელობისას შერჩეული მოხსენებები ელექტრონული სახით გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 29 დეკემბრამდე უნდა გამოგზავნონ დასრულებული სტატიები და მეცნიერ-ხელმძღვანელების დასკვნა-რეკომენდაცია ელექტრონულ ფოსტაზე worldhistory@tsu.ge

კონფერენციაზე მოხსენებები შეირჩევა ფარული რეცენზირებით.

სტატიების გაფორმების წესი:

1. სტატიის სათაური ქართულად;
2. ავტორის სახელი და გვარი ქართულად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად;
5. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად;
6. სტატიის ძირითადი ტექსტი ახალი გვერდიდან ქართულად (MS Word-ის ფორმატით, შრიფტი – Sylfaen ან Calibri);
7. სტატიის მოცულობა: 1500-2000 სიტყვა;
8. გამოყენებული ლიტერატურის სია.

მოხსენებათა თეზისებს ცალკე დოკუმენტად თან უნდა ახლდეს მეცნიერ-ხელმძღვანელის დასკვნა. მეცნიერ-ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი.

ფოტო და ვიდეო

სტუდენტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება