ბუდისტური ფილმი ადამიანის ცხოვრების ციკლზე, როგორც წელიწადის დროების ცვლაზე.
ეს არის მშვიდი, ზომიერი, ნელი და ტრადიციულად აზიური ფილმი. ნათელი ილუსტრაცია (თითქოს საბავშვო ბიბლია ილუსტრაციებით), რომელიც აჩვენებს, როგორ ეუფლება ადამიანი ბუდიზმის ძირითად ჭეშმარიტებებს. პრაქტიკულად.
მთავარი გმირი მონასტრულ ცხოვრებას ბავშვობიდან სიკვდილამდე გადის და საკუთარ თავზე აცნობიერებს, რომ მხოლოდ ვნებებისა და მიჯაჭვულობების უარყოფა შეუძლია გაათავისუფლოს ტანჯვისგან.
და, ფილმის სლოგანის თანახმად, "სიყვარულიც კი – ეს არის წამალი, რომლისგან თავის დაღწევაც უნდა შეგეძლოს."