ერთი სულელური შეცდომა, ერთი მოუფიქრებელი ნაბიჯი – და ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ერთ წამში ნადგურდება მანამდე აწყობილი და წარმატებული ცხოვრება, სადაც ყველაფერი – კეთილდღეობა, ფული, ოჯახური ბედნიერება, ბავშვები და სხვა პოზიტიური რამ – ერთდროულად მწყობრიდან გამოდის.
სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორია, რომლებიც სხვადასხვა შორეულ ქვეყანაში – მაროკოში, მექსიკაში და იაპონიაში – ვითარდება, აერთიანებს ერთიანი იდეა: ადამიანებს შორის გაუგებრობა და ერთმანეთის სრულფასოვანი აღქმის შეუძლებლობა.
ფილმში მონაწილეობენ ბრედ პიტი, ქეით ბლანშეტი და გაელ გარსია ბერნალი.
ფილმმა მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის შვიდი ნომინაცია „ოსკარზე“, შვიდი ჯილდო ამერიკის კინოაკადემიიდან და „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო დრამატული ფილმისთვის.