ტური მსუბუქი ლაშქრობის ელემენტებით!
პირველი ლოკაცია – ვაშლოვანის ეროვნული პარკი: არწივების ხეობა
აქ არწივები ახლოს დაფრინავენ — პირდაპირ თავზე!
გავივლით დაახლოებით 1.5 კმ კლდოვან ბილიკზე ხეობის ზემოდან, დავტკბებით ხედებითა და ფრინველების საყურებელი შოუით.
მეორე ლოკაცია – ხეობის ქვედა ნაწილი
ადგილი, რომელიც ერთდროულად წააგავს ბირთვისსა და ლაგოდეხს — მაგრამ ბევრად მარტივად მისადგომია!
გავივლით დაახლოებით 3 კმ მდინარის კალაპოტის გასწვრივ, დავათვალიერებთ ჩანჩქერებს — მათ შორის მღვიმეებშიც!
მესამე ლოკაცია – ტურის კულმინაცია: ხორნაბუჯის ციხე
ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი და ყველაზე შთამბეჭდავი ციხე საქართველოში!
ძველი ქალაქის მიუვალი ციტადელი. ციხეს რამდენიმე იარუსი აქვს — ყველანაირად ავივლით და ავალთ ყველაზე ზემოთ!
იქ გველოდება საოცარი ხედი კავკასიონისა და ალაზნის ველისკენ.
მეოთხე ლოკაცია – ელიას მონასტერი
კლდეზე აშენებული მონასტერი, ნახევრად კლდეში გამოკვეთილი — ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაში.
დავმშვიდდებით და დავტკბებით თავბრუდამხვევი პანორამით.
საჭმელი თან იქონიეთ — გზაში გავმართავთ პიკნიკს!