11 სექტემბერი | თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
„ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი - საოპერო გალა“
გალა აერთიანებს გამორჩეულ საოპერო არიებს, თეატრალურ ეპიზოდებს, ცოცხალ თხრობასა და უნიკალურ საარქივო მასალას. ეს არის დაუვიწყარი მოგზაურობა ქართული ოპერის საწყისებში.
საღამოს თანაავტორი და წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მაყურებელს უამბობს ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე — მათ პირველ შეხვედრაზე, მეგობრობაზე, სცენურ წარმატებებზე, განშორებასა და იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ქართულ კულტურას დაუტოვეს.
ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი იმ ქართველ არტისტებს შორის არიან, რომლებმაც XX საუკუნის დასაწყისში ევროპისა და მსოფლიოს საოპერო სცენებზე საქართველოს სახელი გაიტანეს და ქართული ვოკალური ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ვანო და სანდრო იყვნენ ქართული საოპერო ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლები და არაერთი ქართული საოპერო პარტიის პირველი შემსრულებლები.
ეს არის არა მხოლოდ საოპერო გალა და ორი დიდი ხელოვანისადმი მიძღვნილი საღამო, არამედ მოგზაურობა ქართული ოპერის ისტორიაში - ეპოქაში, როდესაც ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ხმებმა ქართული საოპერო ხელოვნების მომავალი განსაზღვრა.
გალაზე შესრულდება არიები ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „კარმენი“ და სხვა ცნობილი საოპერო ნაწარმოებებიდან.
მონაწილეობენ
სოლისტები
- ქეთევან ქემოკლიძე
- კოტე ყიფიანი
- გიორგი ლომისელი
- აკაკი გუგუშვილი
ანსამბლი “ერისიონი”
სპეციალური მოწვევით ქეთევან ქემოკლიძე
მსახიობები
ზუკა პაპუაშვილი, არჩილ მაკალათია, ვანო დუგლაძე, ბალერინა: მარიამ ელოშვილი
შემოქმედებითი ჯგუფი
წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე
სცენარის ავტორი: ანა მირიანაშვილი
რეჟისორი: კოკო როინიშვილი
დირიჟორი: ლევან ჯაგაევი
მხატვარი: ბარბარა ასლამაზი
ვიდეო-პროექცია: დათა დვალიშვილი
ოპერა გალას წარმდგენი: იდეა დეველოპმენტი
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო | Creative Georgia, OXON solutions