ღირებულება - ადამიანური კაპიტალის მართვის ფინანსური ასპექტები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღირებულება - ადამიანური კაპიტალის მართვის ფინანსური ასპექტები

ღირებულება - ადამიანური კაპიტალის მართვის ფინანსური ასპექტები

ღირებულება - ადამიანური კაპიტალის მართვის ფინანსური ასპექტები
178, დ. აღმაშენებლის გამზ.
ბილეთის ფასი
დან 150
advertising
ქართული

განრიგი

11.07.2025
პარასკევი
10:00
150 ₾ - 200
150 ₾ - 200
ვრცლად

აღწერა

ძვირფასო წევრებო და პარტნიორებო,

მოხარულნი ვართ მოგიწვიოთ EVA-სა და ICC Georgia-ს ერთობლივად ორგანიზებული ტრენინგების მეორე სესიაზე სახელწოდებით “ღირებულება - ადამიანური კაპიტალის მართვის ფინანსური ასპექტები“.

ISO 30414 − ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება − პირველი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას მკაფიოდ გაიაზროს საკუთარი ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში.

 

რას მოიცავს ISO 30414?

ISO 30414 სახელმძღვანელო მოიცავს 60 მეტრიკას, რომელიც დაყოფილია 11 ძირითად კატეგორიად:

· შესაბამისობა და ეთიკა
· ღირებულება
· მრავალფეროვნება
· ლიდერობა
· ორგანიზაციული კულტურა
· ორგანიზაციული ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა
· პროდუქტიულობა
· დაქირავება, მოქნილობა და ბრუნვა
· უნარები და შესაძლებლობები
· ჩანაცვლების დაგეგმვა (succession planning)
· სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა.

ISO 30414:2018 არის ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციულ წარმატებაში ადამიანური კაპიტალის წვლილის შეფასებას. HR მეტრიკების დანერგვით, HR მენეჯერებს საშუალება აქვთ დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ცვლილებების მიმართ და ამით გავლენა მოახდინონ და წვლილი შეიტანონ სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ICC საქართველოს თანაორგანიზატორობით, ტრენინგების ციკლში დარგის პროფესიონალებთან ერთად განვიხილავთ 11 მიმართულებას ცალ-ცალკე.

მეორე მიმართულება „ღირებულება“ დაეთმობა ადამიანური კაპიტალის მართვის ფინანსურ ასპექტებს, რაც მნიშვნელოვანია HR ბიუჯეტის შემუშავების, ხარჯების ოპტიმირებისა და ინვესტიციისა და ROI-ს დაანაგირიშებისათვის.

ვინ უნდა დაესწროს:

კომპანიის HR მენეჯერები
ფინანსისტები და ბუღალტრები

 

ტრენინგის ღირებულება 200 ლარი. (კომპანიიდან ერთზე მეტი წარმომადგენლის შემთხვევაში 150ლ).

ICC Georgia-ს წევრი კომპანიებისთვის 150 ლარი. (კომპანიიდან ერთზე მეტი წარმომადგენლის შემთხვევაში 100ლ)

რეგისტრაციის ბოლო ვადა, 9 ივლისი, 2025.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://docs.google.com/.../1FAIpQLScZzHFeBXT7lF.../viewform

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

ფოტო და ვიდეო

ღირებულება - ადამიანური კაპიტალის მართვის ფინანსური ასპექტები

ადგილი

ibis Tbilisi Stadium

განთავსებულია დავით აღმაშენებლის პროსპექტის დასაწყისში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება