ვალერიან შიუკაშვილი წარმოგიდგენთ... თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ვალერიან შიუკაშვილი წარმოგიდგენთ...

ვალერიან შიუკაშვილი წარმოგიდგენთ...

ვალერიან შიუკაშვილი წარმოგიდგენთ...
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

03.03.2026
სამშაბათი
20:00
15 ₾ - 100
15 ₾ - 100
ვრცლად

აღწერა

3 მარტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება პიანისტ ვალერიან შიუკაშილის ახალი პროექტის - „ვალერიან შიუკაშვილი - თაობა“ს პირველი კონცერტი. ღონისძიება შედგება ორი განყოფილებისგან. პირველ განყოფილებაში, საქართველოს რეგიონებიდან, 12 გამორჩეული და სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა პიანისტი, კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის „წელიწადის დრონი“ (OP.37a) შეასრულებს. მეორე განყოფილებაში კი ქართველი ვირტუოზი პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი კომპოზიტორ მოდესტ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“ შეასრულებს. 

პროექტის მომდევნო ღონისძიებებში მონაწილეობას სხვა წარმატებული ახალგაზრდები მიიღებენ. პროგრამაც, ყველა ჯერზე იქნება განსხვავებული. 

ღონისძიება მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების დიდ სცენასთან ადაპტირებას და მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე შესრულების გამოცდილებას. ვალერიან შიუკაშვილი, წლების განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში — როგორც სოლისტი, ისე არაერთი მუსიკალური ფესტივალისა და კონკურსის დამფუძნებელი. მისი წვლილი ახალგაზრდა თაობის მუსიკოსების აღმოჩენაში და მათი, როგორც მომავალი არტისტების ჩამოყალიბებაში უდიდესია. ეს პროექტიც მხოლოდ მათ განვითარებას და წარმატებული მუსიკალური გზის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. 


პროგრამა:

I ნაწილი:

პეტრე ჩაიკოვსკი - „წელიწადის დრონი“

შემსრულებელი - (12 ახალგაზრდა პიანისტი)
 

II ნაწილი: 

მოდესტ მუსორგსკი - „სურათები გამოფენიდან“

შემსრულებელი - ვალერიან შიუკაშვილი



ღონისძიების ხელშემწყობებია თბილისის მერია.

შესვლა ნებადართულია 10 წლის ასაკიდან.

ფოტო და ვიდეო

ვალერიან შიუკაშვილი წარმოგიდგენთ...

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება