ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 2026 წლის 7 მარტს წარმოგიდგენთ ვახტანგ კახიძის „რეკვიემს“, რომელიც ეძღვნება მისი მშობლების ხსოვნას. კონცერტში, რომელსაც თავად ავტორი უდირიჟორებს, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი ბიჭუნა - დაჩი ღლონტი, ქალთა ვოკალური კვარტეტი - სალომე კვალიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, მამაკაცთა ვოკალური სექსტეტი - გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი კანანაძე, მერაბ სამყურაშვილი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
