უცნობი ქართული საჭმელ-სასმლის გაცნობის საღამო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
უცნობი ქართული საჭმელ-სასმლის გაცნობის საღამო

უცნობი ქართული საჭმელ-სასმლის გაცნობის საღამო

დღევანდელი ექსპედიციებიდან ვიგებთ რა მოსავალი მოჰყავს მოსახლეობას, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები თუ ფრინველები, ამზადებენ თუ არა წიგნში აღწერილ კერძებს, იყენებენ თუ არა ტრადიციულ ინსტრუმენტებს და სხვა. მცირე ზომის ექსპედიციების მიზანია ვიდეო, აუდიო თუ ფოტო მასალის შეგროვება. სასურველია ძველი, ტრადიციული სამზარეულოს ინვენტარის მოძიება და შენახვა, შემდეგ ამ მასალის საფუძველზე „ქართული სამზარეულო კულტურის მუზეუმი“-ის, ვიდეო-ბლოგისა და 13-14 სერიიანი ვიდეო-ციკლის შექმნა და ასევე, წიგნის - „ქართული კულინარიული ხელოვნების საუკუნოვანი გზა - შედარებითი ანალიზი 1935-2024” - გამოსაცემად მომზადება. 18 იანვარს „მასპინძელო ექსპრესში“ შეძლებთ იმ უძველესი კერძების გაცნობას, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის წიგნშია აღწერილი, ასევე შეძლებთ ისტორიების მოსმენას თუ როგორ მიაკვლია გუნდმა ამა თუ იმ ოჯახს, შეიტყო მათი ისტორია, გაეცნო მათ დღევანდელობას და სხვა. ფასი მოიცავს ადგილს მაგიდასთან და შემდეგ კერძებს: გვიმრის ფხალი ნარჩვის ყველის სოუსით (სვანეთი) მეგრული კვერები ქლიავის ჩირით (სამეგრელო) საქონლის ხორცის ბურთები შიბუთი ლუდის სოუსში (თუშეთი) აჭარული ჰალვა, აღმოსავლური ყავა (აჭარა) 11 წლამდე ბავშვები დაიშვებიან ბილეთის გარეშე. დასაწყისი: 20:00 https://www.facebook.com/maspindzeloexpress https://www.facebook.com/javakhishvilisgza1 https://www.facebook.com/MgroupManagement
უცნობი ქართული საჭმელ-სასმლის გაცნობის საღამო
20 G. Akhvlediani St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის “მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის; ტომი III, ნაწილი II საჭმელ-სასმელი”. წიგნში მოცემულია მე-20 საუკუნის დასაწყისის, მე-19 საუკუნის, ზოგჯერ კი მე-18 საუკუნის ცოდნა, უნარ-ჩვევები, ხელობა და ტრადიციები.

დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩატარებული ექსპედიციის საფუძველზე მისი მარშრუტი და მეთოდი, რათა ასწლიანი ინტერვალით შევქმნათ ქართული კულინარიის პირველი აღწერა, შემდეგ, მის საფუძველზე ერთი საუკუნის განმავლობაში კულინარიული კულტურის ცვლილებების გაანალიზება შევძლოთ, რასაც შევძლებთ 100 წლიანი შედარებითი სურათით.

სწორედ ამას ემსახურება ჯავახიშვილის კულინარიული გზა. არსებული სამი მცირე ექსპედიციის წევრები სტუმრობენ რეგიონებსა და სოფლებში კონკრეტულ ოჯახებს, რომელთა კულინარიული ანდერძიც ივანე ჯავახიშვილს საკუთარ წიგნი აქვს აღწერილი. მსგავსი ექსპედიციებით იკვლევენ წიგნში მოხსენებულ ოჯახებს, მათ ტრადიციულ კერძებს და ამჟამინდელ მდგომარეობას.

ფოტო და ვიდეო

უცნობი ქართული საჭმელ-სასმლის გაცნობის საღამო

ადგილი

მასპინძელო ექსპრესი
მასპინძელო ექსპრესი
20 G. Akhvlediani St., Tbilisi
M-Group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა და საქართველოში სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. 15 წლიანი გამოცდილებითა და დაუღალავი შრომით, კომპანიამ მომხმარებლების კეთილგანწყობა და ნდობა დაიმსახურა. დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი როგორც თბილისში, ასევე კახეთშიც (ყვარელი).
ამ ადგილის ყველა ღონისძიება