A24-ის ახალი ჰორორი, რომელიც მხოლოდ ხმებით გაშინებთ. დანარჩენს კი თქვენი წარმოსახვა აკეთებს.
ჰორორ-პოდკასტის წამყვანი მომაკვდავი დედის მოსავლელად მის სახლში გადადის. ერთ დღეს თავისი პოდკასტისთვის ათ აუდიოჩანაწერს იღებს, რომლებშიც ორსული ქალი და მისი პარტნიორი აუხსნელ პარანორმალურ ხმებს აწყდებიან. ჩანაწერების მოსმენისას ის ხვდება, რომ ამ უცნობი ქალის ისტორია შემზარავად ჰგავს მის საკუთარ ცხოვრებას. ყოველი ახალი ჩანაწერი სულ უფრო მეტად არყევს მის გონებას და ნელ-ნელა ისეთ ხაფანგში ამწყვდევს, საიდანაც გამოსავალი თითქოს აღარ არსებობს.