დღე 1 — მინის გაცნობა და პირველი გულსაკიდი
● გავეცნობით მასალას;
● რა არის „ფიუზინგი“;
● მინის სახეობები;
● მიკროღუმელი — გამოყენება და სად შევიძინოთ;
● ვივარჯიშებთ მინის დაჭრაში;
● ავაწყობთ პირველ გულსაკიდს.
დღე 2
● ვამზადებთ ესკიზებს ნაკრებისთვის;
● ვირჩევთ ფორმებს და ფერთა პალიტრას;
● ვჭრით მინებს და ვაწყობთ სეტს — გულსაკიდი, საყურეები და ბეჭედი ერთ სტილში.
ვორქშოპის ფარგლებში მიიღებთ ყველა საჭირო ცოდნას და სურვილის შემთხვევაში მომავალში შეძლებთ მცირე ინვესტიციით დამოუკიდებლად დაამზადოთ ფერადი მინის სამკაულები.
ვორქშოპის დასრულების შემდეგ ნამუშევრები გამოიწვება სპეციალურ „ფიუზინგის“ ღუმელში, აიწყობა და რამდენიმე დღეში მონაწილე მიიღებს საკუთარ ნამუშევარს.
დამატებითი ინფორმაცია
● სამკაულების ფურნიტურა არის ჩვეულებრივი (სამომავლოდ შესაძლებელია ვერცხლით აწყობაც);
13–14 ივნისი
დაწყების დრო — 15:00
თითო შეხვედრის ხანგრძლივობა — 1.5 საათი.
2-დღიანი ვორქშოპის ღირებულება - 220 ლარი.
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+.
ინსტრუქტორის შესახებ
მარიამ მარქაროვი — მხატვრული მინის სტუდია „პავონე“-ს დამფუძნებელი, მხატვარი და მინის დიზაინერი.
უკვე 15 წელზე მეტია მუშაობს მხატვრული მინის სფეროში. დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია და გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ.
მხატვრული მინა თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს საკუთარი ემოციები, ხედვა და ინდივიდუალობა განსაკუთრებული ფორმით გამოხატოს.
სტუდიაში იქმნება ფერადი მინის უნიკალური, სრულად ხელნაკეთი ნამუშევრები. იქნება ეს პატარა გულსაკიდი თუ დიდი ვიტრაჟული პანო — თითოეული დეტალი ხელით იჭრება, იწყობა და მუშავდება, რაც ყველა ნამუშევარს უნიკალურს ხდის.