12 და 13 ივლისს ლუმოსში გეპატიჟებით სისტემური განლაგების სეზონის ბოლო ორდღიან ინტენსივზე, რომელსაც გაუძღვება თამუნა ჟიჟილაშვილი.
სესიასთან ერთად გელით აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპევტის, თამარას სხეულზე ორიენტირებული სასიამოვნო პრაქტიკა, რომელიც მეტ სიღრმეს, სხეულებრივ მზაობასა და ემოციურ ინტეგრაციას შესძენს ისტემური განლაგების პრაქტიკას.
ორდღიანი ინტენსივზე დასწრების ღირებულებაა: 350 ლარი
რა არის სისტემური განლაგება?
სისტემური განლაგება გვაჩვენებს საოჯახო სისტემაში არსებული ურთიერთობების დინამიკას და გვეხმარება, საოჯახო სისტემებში არსებული არაჯანსაღი კავშირების აღმოჩენასა და კურნებაში, რომლებიც ხშირად რამდენიმე თაობაში მეორდება.
სისტემური განლაგება შესაძლებლობას გვაძლევს, დავამუშაოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
• მშობლებთან ურთიერთობის სირთულეები;
• კონფლიქტები ან განმეორებადი დაშორებები პარტნიორთან;
• საკუთარი საზღვრის დაცვის სირთულეები;
• შიშები, რომ „ისევ განმეორდება იგივე“;
• ბავშვობის ტრავმები და მოუშუშებელი ტკივილები;
• საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე ოჯახსა ან კარიერაში;
• დამაბრკოლებელი ლოიალურობა ოჯახის წევრების მიმართ;
• დაბნეულობა არჩევანსა და ცხოვრებისეულ მიმართულებაში;
• სევდა, დანაკარგი, განშორება;
• მოულოდნელი ან განმეორებადი ჯანმრთელობის პრობლემები;
• გაუცნობიერებელი დანაშაულის ან „ვალის“ განცდა;
• ქონებრივი, მატერიალური ან მემკვიდრეობითი საკითხები;
• შვილებთან ურთიერთობის სირთულე და მშობლად ყოფნის შინაგანი დაბნეულობა;
• სურვილი, დავუკავშირდეთ შინაგან ძალასა და წყაროს;
სისტემური განლაგების ორდღიანი ინტენსივის განმავლობაში ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გამოიტანოს თავისი პირადი თემა და იმუშაოს მისთვის აქტუალურ საკითხზე.
გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულ განლაგებებს სისტემაში შემოაქვს სიცხადე და გვეხმარება მშობლებთან, შვილებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან და სამსახურეობრივ ურთიერთობებში კავშირების გაჯანსაღებაში.
წარსული მოვლენების მიღება ცნობიერად და სიყვარულით გვაძლევს ძალას, ღრმად დავუკავშირდეთ საკუთარ თავს და გავხდეთ რესურსულები ყველა მოცემულობაში.
რას მოიცავს სხეულზე ორიენტირებული თერაპია?
ჯგუფური მედიტაცია გულის გასახსნელად, სამხრეთ ამერიკული რიტუალური მანტრის თანხლებით;
კუნდალინი იოგა სუნთქვისა და მოძრაოაბის თანხლებით;
სხეულის 12 მერიდიანის გააქტიურება და ენერგეტიკული ნაკადით შევსება, კონცენტრაცია გულის მერიდიანსა და მკერდის უკანა (ბედნიერების) ჯირკვლის, თიმუსის სტიმულირებაზე.
სივრცის ჰარმონიაზაცია, ერთმანეთთან ხელების შეხებით ენერგიის გაერთიანება, ერთმანეთის მიღება;
ცეკვითი მოძრაობის თერაპია;
დასასრული, მოდუნება და რამდენიმე გამათავისუფლებელი მოძრაობა სუნთქვის ბუნებრივ რიტმში დასაბრუნებლად.
ცეკვითი მოძრაობის თერაპიის შესახებ:
„იცეკვე მანამ, სანამ არ გააცამტვერებ საკუთარ თავს. იცეკვე სულით“ - რუმი.
ცეკვითი მოძრაობის თერაპია არის აქტიური მედიტაცია, სხეულებრივი გზით ემოციების გამოხატვისა და სულიერი, ემოციური და გონებრივი ბარიერებისა და ტკივილებისაგან გათავისუფლების ტექნიკა, შემოქმედებითი მოძრაობისა და ცეკვის გამოყენება თერაპიასთან კომბინაციაში. იგი ეყრდნობა მოძრაობასა და ემოციას შორის ურთიერთობას, როგორც მექანიზმს, რომლიც მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია პიროვნული ინტეგრაციის გზით საკუთარი თავის უფრო ცხადად დანახვა.