ცირკი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ცირკი

ცირკი

ცირკი
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან12
advertising
ქართული

აღწერა

 ,,ცირკი“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორების, ნიკოლოზ საბაშვილისა და ბახვა წერედიანის ერთობლივი ნამუშევარია. წარმოდგენა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ ექსპერიმენტს წარმოადგენს, სადაც მოქმედი პერსონაჟების უმრავლესობა მარიონეტების სახით არიან წარმოდგენილნი.

სიუჟეტი ერთი პატარა ქალაქის გამორჩეული ჯამბაზის ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავისი პროფესიული ოსტატობით ხიბლავს თანაქალაქელებს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ქალაქი ჩვეულ რიტმში განაგრძობდა ცხოვრებას და ჯამბაზიც ხალხისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს ორიგინალური საცირკო ნომრებით გამოხატავდა. ერთ დღესაც ჯამბაზის ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. მის ცხოვრებაში გაჩნდა ლამაზი, ვირტუოზული მონაცემებით გამორჩეული გოგონა, რომელიც შეუყვარდა. ცირკის დირექტორის გადაწყვეტილებით გოგონა ცირკში მიიწვიეს, ჯამბაზი კი ცირკის მიღმა აღმოჩნდა და მისი სახელიც ნელ–ნელა დავიწყებას მიეცა. მალევე დაირღვა მშვიდი ცხოვრების რიტმი, ქალაქს მონსტრები შემოესივნენ, მოსახლეობა სახლებში ჩაიკეტა, დაცარიელდა ცირკის არენა და ირგვლივ ყველაფერი უძრაობამ მოიცვა. ამ დროს კი ყველასგან მივიწყებულმა ჯამბაზმა გადაწყვიტა თავისი ხელოვნებით დახმარებოდა ოთახებში გამომწყვდეულ თანაქალაქელებს. აქ გზით მან დაიბრუნა ძველი დიდება და რაც მთავარია საყვარელი გოგონა.

სპექტაკლში მიზანსცენათა სინქრონული მონაცვლეობა მოქმედების განვითარების ერთიან ლოგიკას მიჰყვება, რაც დასასრულს სიკეთისა და სიყვარულის მაღალზნეობრივ იდეალებს გამოხატავს.

ფოტო და ვიდეო

ცირკი

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება