განძის კუნძული თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
განძის კუნძული

განძის კუნძული

განძის კუნძული
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან18
ქართული

განრიგი

24.04.2026
პარასკევი
19:00
22 ₾ - 30
22 ₾ - 30
ვრცლად
30.04.2026
ხუთშაბათი
12:00
18 ₾ - 30
18 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

„განძის კუნძული“ რობერტ ლუის სტივენსონის რომანის მიხედვით სათავგადასავლო სპექტაკლი ორ მოქმედებად მეკობრეებით, ნამდვილი ჯენტლმენებით, საზღვაო საიდუმლოებებითა და მოულოდნელი ამბებით სავსე სპექტაკლი მაყურებელს თავგადასავლების სამყაროში ამოგზაურებს, სადაც სიმამაცე, ერთგულება და არჩევანის პასუხისმგებლობა ერთმანეთში იკვეთება. სპექტაკლი მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯიმ ჰოკინსის დაუვიწყარ მოგზაურობაზე, რომელიც ძველი რუკის აღმოჩენის შემდეგ იწყება და მას მეკობრეებით, განძის მაძიებლებითა და საშიში ინტრიგებით სავსე გზაზე დააყენებს. ამ გზაზე ჯიმს უწევს არჩევანის გაკეთება სიკეთესა და ბოროტებას შორის, ნდობასა და ღალატს შორის. დამდგმელი რეჟისორის, მამუკა ცერცვაძის ინსცენირება ინარჩუნებს კლასიკური ნაწარმოების სათავგადასავლო დინამიკას და ამავდროულად მაყურებელს სთავაზობს თანამედროვე გადაწყვეტებს. ეს რეჟისორის პირველი სპექტაკლია მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა სავსეა თავგადასავლებით, იუმორით, ორთაბრძოლებით, მუსიკითა და მოულოდნელი ამბებით. „განძის კუნძული“ არის ამბავი ოცნებაზე, რომელიც საფრთხეებითაა სავსე, მაგრამ სწორედ ამ გზაზე ყალიბდება პიროვნება. სპექტაკლი ერთნაირად საინტერესოა როგორც ახალგაზრდა მაყურებლისთვის, ისე უფროსებისთვის — ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ ნამდვილი განძი მხოლოდ ოქრო კი არა, გამოცდილება და სიმამაცეა. ეს არის სპექტაკლი მეგობრობაზე, სიმამაცეზე და იმაზე, რომ ნამდვილი განძი მხოლოდ ოქრო კი არა — ერთგულება და თავგადასავლებია!
 

ფოტო და ვიდეო

განძის კუნძული

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება