Travel Man გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბირთვისის კანიონში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Travel Man გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბირთვისის კანიონში

Travel Man გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბირთვისის კანიონში

Travel Man გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბირთვისის კანიონში
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან50
advertising
რუსული

აღწერა

Travel Man გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბირთვისის კანიონში სადაც მოვინახულებთ ბირთვისის ციხეებს და დავტკბებით ულამაზესი ბუნების წიაღში სეირნობით ასევე გვექნება ექსტრემალური ცოცვა თოკებით და ბევრი საინტერესო აქტივობა

ტურის სახეობა

სალაშქრო(საშუალო)

ფეხით სავალი (8 კმ)

მოსანახულებელი ადგილები

ბირთვისის კანიონი

ბირთვისის ციხე შეუპოვარი

ბირთვისის დედა-ციხე

 

ღირებულებაში შედის

- მგზავრობა მიკროავტობუსით

- გამყოლი (ტურ-ოპერატორი)

- ფოტოგადაღება (სამოყვარულო)

ღირებულებაში არ შედის

-კვება

გასათვალისწინებელი რჩევები

-ვიცმევთ სპორტულად სასურველია თან იქონიოთ მეორე წყვილი ფეხსაცმელი

შეკრების ადგილი

კოსტავას ქუჩა N 73

მეტრო: ტექნიკური უნივერსიტეტი

სპორტის სასახლესთან

შაბათს

07:00 გასვლა

ლოდინის დრო 15 წუთი

20:00 დაბრუნება

ტურის აღწერა

ბირთვისის ციხის კომპლექსი მდებაორებს ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ბირთვისის ციხესიმაგრე საქართველოს დიდი ისტორიის მოწმეა. თავის დროზე ბირთვისის ციხე აუღებლადაც ითვლებოდა. იგი ბუნებრივად მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს. ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი.

ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა

ფოტო და ვიდეო

Travel Man გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბირთვისის კანიონში

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება