💡 აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: მითისა და ლეგენდის ტრანსფორმაცია დოჩანაშვილის მოთხრობების ფონზე, რომელსაც დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი წარუძღვება.
მითის და ლეგენდის ტრანსფორმაცია დოჩანაშვილის მოთხრობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ხაზია, ამ კონტექსტში ლექციაზე განხილული იქნება, როგორ გარდაქმნის ავტორი ტრადიციულ მითოლოგიურ მოტივებს თანამედროვე ადამიანის გამოცდილებად და როგორ ერწყმის რეალური ცხოვრება სიმბოლურ თუ ალეგორიულ შრეებს. დოჩანაშვილის ტექსტებში მითი არ არის მხოლოდ ძველის გახსენება და ლიტერატურული ამბის ფორმა, იგი ხდება ადამიანის შინაგანი სამყაროს, მორალური არჩევანისა და თავისუფლების ძიების გამოხატულება. ლექციაზე გნხილული იქნება თუ, როგორ იყენებს მწერალი მითოლოგიურ, ზღაპრის ელემენტებს, რათა შექმნას უნივერსალური მნიშვნელობის ნარატივი, რომელშიც ქართული კულტურული მეხსიერება თანამედროვე ლიტერატურულ ფორმაში ვლინდება.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
