18 თებერვალს, 19:00 საათზე, გიწვევთ მარსელ ოდენბახის გამოფენაზე “მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions”
,,მარსელ ოდენბახი - მშვიდი მოძრაობები. Tranquil Motions” არის უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა თბილისში, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან (TPMM) თანამშრომლობით.
გამოფენა აერთიანებს ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში შექმნილ 14 ნამუშევარს და გვთავაზობს მარსელ ოდენბახის - გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ვიდეოარტისტის - მრავალმხრივი შემოქმედების ყოვლისმომცველ ხედვას. გამოფენის კურატორი გახლავთ ხელოვნების ისტორიკოსი მათიას მიულინგი, რომელიც ამჟამად ლენბახჰაუსისა და მიუნხენის ხელოვნების გალერეის დირექტორია. მისი კურატორობით შექმნილი ნამუშევრების კოლექცია ხაზს უსვამს იმ ძირითად თემებს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბეს ოდენბახის შემოქმედება: მეხსიერების კულტურა, კოლექტიური მეხსიერება, სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტები, იდენტობა და რეპრეზენტაცია.
გამოფენის გახსნა: 18 თებერვალი, 19 საათი
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო "სტამბა", D ბლოკი, სართული I.
გამოფენის ხანგრძლივობა: 19.02. – 3.05.2026
ifa-ს გამოფენის ფარგლებში, 19 თებერვალს, 19 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნება გამოფენა TRACK / LOOP.
გამოფენის გახსნის შემდეგ (19:30 საათზე) შედგება შეხვედრა-საუბარი მარსელ ოდენბახთან. შეხვედრას გაუძღვება ანა გაბელაია.
ენა: ინგლისური
მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, მ. ზანდუკელის ქ. 16, ფოიე/დარბაზი
ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
