💡 აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „ინტეგრა“ გიწვევთ ტრენინგზე - ურთიერთობის პატერნები:„პარტნიორობა მოლოდინები და განმეორებადი სცენარები“, რომელსაც ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი გიორგი ჭანტურია გაუძღვება.
➡ რას ველით პარტნიორისგან და რამდენად ვაცნობიერებთ ამ მოლოდინებს? რატომ მეორდება ზოგჯერ ერთსა და იმავე ტიპის სირთულეები სხვადასხვა ურთიერთობაში?
➡ ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებისა და განხილვის გზით დააკვირდებიან საკუთარ გამოცდილებებს, ურთიერთობის ჩვევებს, ემოციურ რეაქციებსა და იმ სცენარებს, რომლებიც პარტნიორულ კავშირებში იჩენს თავს.
➡ ყურადღება დაეთმობა იმას, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი პირადი ისტორია, ოჯახური გამოცდილება, მოლოდინები და არაცნობიერი პატერნები იმაზე, თუ როგორ ვირჩევთ პარტნიორს, როგორ ვუახლოვდებით სხვას და როგორ ვრეაგირებთ სიახლოვესა თუ კონფლიქტზე.
💬 ტრენინგი განკუვნილია თვითდაკვირვებისთვის, მსჯელობისთვის და საკუთარი ურთიერთობების განსხვავებული პერსპექტივიდან დასანახად რათა უკეთ გავიგოთ არა მხოლოდ ის, როგორ ვურთიერთობთ სხვებთან, არამედ რას ვაკეთებთ თავად ურთიერთობის შექმნის პროცესში.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.