მარტოხელა, დაბერებული მუსიკის მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ შვილის გულთან მიახლოების საუკეთესო გზა საკუთარი თავის სხვად წარმოჩენაა. ის იკეთებს მოუხეშავ ყალბ ყბას, სასაცილო პარიკს და ასე მიდის შვილის დაბადების დღეზე, სადაც თავს ტონის ერდმანს უწოდებს. უხერხულობების, სიჩუმით სავსე სცენებისა და სიურრეალისტური სიტუაციების რაოდენობა ფინალისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს — და იუმორი ტრაგედიად გადაიქცევა.
კანის კინოფესტივალის მთავარი ჰიტი 2016 წელს. გასაკვირია, რომ პალმის რტო ფილმს არ მიენიჭა, თუმცა მან კინოკრიტიკოსების გულები მოიგო — მიიღო ფესტივალის ისტორიაში უმაღლესი შეფასება და დააჯილდოეს პრესტიჟული FIPRESCI-ს პრიზით.