ტფილისური ბოჰემა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ტფილისური ბოჰემა

ტფილისური ბოჰემა

ტფილისური ბოჰემა
7 L. Gudiashvili St., Tbilisi
ქართული

განრიგი

15.05.2026
პარასკევი
11:00

აღწერა

იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია

1889 წლის 24 აპრილს დაიბადა პოეტი და საზოგადო მოღვაწე, იოსებ გრიშაშვილი. მისი
შემოქმედებითი ცხოვრება ღრმად უკავშირდება თბილისს, ქალაქური კოლორიტის
ასახვას, რაც თანამედროვე ლიტერატურისა და ხელოვნებისთვისაც შთამაგონებელ
თემას წარმოადგენს.

იოსებ გრიშაშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თსუ-ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება
სამეცნიერო კონფერენცია ,,ტფილისური ბოჰემა - XVIII-XX საუკუნეების ქალაქის ისტორიები ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ - ეძღვნება იოსებ გრიშაშვილს.

კონფერენციის თემატიკა უნდა ეხებოდეს ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების
კვლევებს, კულტურული სივრცეების ახლებურ ინტერპრეტაციებს, ისტორიული და სოციალური კონტექსტის გააზრებას, ამავე კონტექსტში ჩაწერილი ქალაქის მრავალფეროვან იდენტობებს, ენასა და შემოქმედებით დინამიკას.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებსა და მკვლევრებს.

თეზისების წარდგენა შესაძლებელია სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/eWSifjBfJ4BEvJj96

სარეგისტრაციო ბმულის ბოლო გრაფაში შესაძლებელია თეზისის ატვირთვა.

 

 

 

📌 თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word ) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი
შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა.

თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; საკვანძო სიტყვები.

თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე –12 ზომის შრიფტით.

 

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თსუ - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

თარიღი: 15 მაისი

 

 

რეგისტრაციის ველი ღიაა 30 აპრილის ჩათვლით. 30 აპრილის შემდეგ შედეგებს ელ-ფოსტაზე გაცნობებთ.

თეზისების ელექტრონული კრებული განთავსდება და გამოქვეყნდება ღია წვდომის პლატფორმაზე- openjournals.ge, ასევე სამეცნიერო პორტალზე openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).

თეზისებს მიენიჭება DOI

 

 

საკონტაქტო პირები:

თეო რეხვიაშვილი - თსუ - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მომხმარებელთა
მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
teo.r@sciencelib.ge

ნინო პოპიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
nino.popiashvili@tsu.ge

ფოტო და ვიდეო

ტფილისური ბოჰემა

ადგილი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება