28 ოქტომბერს 20.00 საათზე (კოტე აფხაზის 39) ibis Styles Old Tbilisi და CALLIGRAPHYx გიწვეთ ქართული ჯაზის ისტორიისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც მუსიკის ჟურნალისტი ლაშა გაბუნია, საქართველოში თავისუფლების ამ მუსიკის განვითარების გზაზე, ლეგენდარული ქართველი მუსიკოსების და ორკესტრების მნიშვნელოვან წვლილზე, საბჭოთა კავშირის კონტექსტსა და სტალინისეულ აკრძალვაზე- „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, 1930 -იან წლებში უფროსი ჯანო ბაგრატიონის 1946 წელს შესრულებულ ლეგენდარულ ჯაზ -თემაზე „ყვავილების ქვეყანა“ და უამრავ მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენაზე, რომელმაც ქართული ჯაზის ისტორია განსაზღვრა. ლაშა გაბუნიას თხრობის პარალელურად ვიდეო და აუდიო არქივი ქართული ჯაზის განვითარების ამბავს, კიდევ უფრო შთამბეჭდავად შეგაგრძნობინებთ, ისტორიის თხრობის პარალელურად კი საღამო მუსიკოსების შესრულებით- (“saxy Jozz” - საქსოფონი, ზვიად ცინცაძე - კლავიში, თემურ ჯოხაძე - ბას გიტარა ) კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იქნება.
სასტუმრო ibis Styles Old Tbilisi საღამოს სტუმრებს ღვინით და ღვინის ხემსით გგიმასპინძლდებათ. CALLIGRAPHYx-ის მრავალფეროვანი მენუ ამ საღამოს სპეციალური პაკეტით შეიკვრება და სურვილის შემთხვევაში სტუმრებს დამატებით შეკვეთის შესაძლებლობაც მიეცემათ.
ღონისძიების ხანგრძლივობა 2 საათი
ბილეთების ღირებულება - 110 ლარი
დასაშვებია ბავშვების ასაკი მხოლოდ 14 წლიდან
ღირებულება მოიცავს : ღონისძიებაზე დასწრება, სურვილისამებრ წითელი ან თეთრი ღვინო (ერთი ჭიქა), ქართული ნუგბარი
დამატებით - სურვილის შემთხვევაში სტუმრებს მენუდან შეკვეთის შესაძლებლობაც მიეცემათ.
დამალული მარგალიტი თბილისის ისტორიული უბნის გულში. ეს ცხელი ენერგიით სავსე ბარი ჰარმონიულად აერთიანებს მყუდრო ყავის სახლის შარმს და ღვინის ბარის ელეგანტურობას.