Thomas Mann 150 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Thomas Mann 150
ქართული

განრიგი

20.09.2025
შაბათი
20:00

აღწერა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი თბილისის ლიტერატურის ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ თომას მანის 150 წლის იუბილეს პროგრამას:

„მწერალი, რომელიც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა“ მაია ფანჯიკიძე ესაუბრება ლევან ბერძენიშვილს.

კონკურსის „თაობიდან თაობამდე“ გამარჯვებულების ფოტონამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება.

თომას მანის 150-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ფოტოკონკურსი „თაობიდან თაობამდე“ ჩატარდა.
ჟიურის მიერ საგამოფენოდ შერჩეული ფოტოკონკურსის გამარჯვებული ფოტოები ასახავენ იმ უხილავ ჯაჭვებს, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ეს ფოტოები წარმოგვიდგენენ სხვადასხვა სცენებს - ყოველდღიურ ცხოვრებას, სახლების ინტერიერს, მიტოვებულ ნივთებს, მოგონებებით სავსე კედლებსა და ადამიანებს, რომლებიც დროის სვლას განასახიერებენ.
ფოტონამუშევრებზე ასახული თითოეული ფიგურა, ადგილი ან ნივთი აკავშირებს ერთმანეთთან ბავშვობასა და მოხუცებულობას, ყოფნას ან არყოფნას, სიახლოვესა და გაუცხოებას. ეს ნამუშევრები ერთობლიობაში ქმნიან იმ ვიზუალურ ნარატივს, რომელიც პასუხობს კონკურსის მთავარ შეკითხვას - რა რჩება მაშინ - მზერის, ჟესტების, საქმის, რუტინისა თუ საგნების სახით - როდესაც ადამიანები მიდიან?

გამარჯვებული ფოტოების ავტორები:

დიმიტრი გორგილაძე
ელენე ღლონტი
ელენა ჯოხარიძე
ანა გოგშელიძე
ლევან მენთეშაშვილი
მარიამ სუყაშვილი
ლევან ბიძინაშვილი

პირველი ადგილის მფლობელი გამარჯვებული დასახელდება გამოფენის გახსნაზე და მას პრიზად გადაეცემა ფოტოკურსი Colab Academy-ში (გურამ წიბახაშვილისა და თინათინ კიღურაძის ხელმძღვანელობით).

ფოტო და ვიდეო

Thomas Mann 150

ადგილი

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ენა. კულტურა. გერმანია. ჩვენ ხელს ვუწყობთ გერმანული ენის ცოდნას საქართველოში და ვინარჩუნებთ საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება