თერაპიული ვორქშოპი - მართე შენი რესურსები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თერაპიული ვორქშოპი - მართე შენი რესურსები

თერაპიული ვორქშოპი - მართე შენი რესურსები

თერაპიული ვორქშოპი - მართე შენი რესურსები
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან80
ქართული

აღწერა

გიგრძვნია, თითქოს ენერგია ნელ-ნელა გეცლება, მაგრამ ვერ ხვდები რატომ? 

ყოველდღიური რუტინა, გადადებული საქმეები, ურთიერთობები და უწყვეტი ფიქრები ხშირად გვართმევს ძალას და ენერგიას ისე, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. 

გიწვევთ თერაპიულ ვორქშოპზე — "მართ შენი რესურსები", სადაც შეძლებთ აღმოაჩინოთ საკუთარი თავი✨

✍️ ვორქშოპი სრულად პრაქტიკულია და ორიენტირებულია გამოცდილებაზე, თვითშემეცნებასა და პროცესში აქტიურ ჩართულობაზე. 

ვორქშოპის განმავლობაში შენ: 
• გააცნობიერებ თუ რა გართმევს ენერგიას ყოველდღიურ რუტინაში;
• შეისწავლი ენერგიის აღდგენისა და შენარჩუნების პრაქტიკულ მეთოდებს;
• სპეციალურად შერჩეული პრაქტიკულ სავარჯიშოების დახმარებით აღმოაჩენ და გაააქტიურებ შინაგან რესურსებს. 

🎯 ვორქშოპის შედეგად: 
უკეთ გაიცნობ საკუთარ თავს, დაიბრუნებ ენერგიას, აღმოაჩენს შინაგან რესურსებს და გაიგებ როგორ შეინარჩუნო ის ყოველდღიურ რუტინაში.

 

⏳ ხანგრძლივობა: 3.5 საათი
☕ შესვენება: 20 წუთი (ყავის შესვენება)
👥 ჯგუფი: მაქსიმუმ 10 მონაწილე

 

📍 ლოკაცია: აკაკი წერეთლის გამზირი N116, Radiusi • რადიუსი | Tbilisi
🕒 დრო: 19 აპრილი, 15:00 საათი
💰 ღირებულება: 80 ლარი
🚗 პარკინგი: ხელმისაწვდომია

📩 რეგისტრაცია აუცილებელია — ადგილები შეზღუდულია
დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

ვორქშოპს გაუძღვება ფსიქოლოგი და ქოუჩი მაკა გველესიანი.

🌿 ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია გაჩერდე, მოუსმინო საკუთარ თავს და დაიწყო ცვლილება.

ფოტო და ვიდეო

თერაპიული ვორქშოპი - მართე შენი რესურსები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება