თეატრის ტური ბავშვებისთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
თეატრის ტური ბავშვებისთვის

თეატრის ტური ბავშვებისთვის

თეატრის ტური ბავშვებისთვის
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან 25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის  - მოგზაურობა კულისებს მიღმა - ტური გრძელდება! 

 

ჯგუფი შედგება მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 ბავშვისგან

 

 

22, 23, 27, 28  მაისი   14 :00 საათზე თეატრალური სახელოსნო 42 გეპატიჟებათ მასტერკლაზე „თეატრის ამბავი“  - ბავშვებისათვის 

 

თეატრის ამბავი  არის 1 საათიანი მოგზაურობაა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 წლამდე ან 9-11 წლისებისათვის.  მოგზაურობისას  ბავშვები გაიგებენ თეატრის შესახებ ყველაფერს -  რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცემის მიღმა?  რა ტექნიკაა თეატრში და რისთვისაა საჭირო ? როგორია თეატრის სახვითი ენა ? როგორ ვღებულობთ მაყურებელს და რატომ ეძახიან თეატრს ჯადოსნურ სამყაროს ? 

 

სცენის მტვერსაც შეიქუნთქავენ, პარიკებსაც მოიზომავენ და ეცოდინებათ კულისები ისე, როგორც არ იციან მათ, ვინც ამ ტურზე ნამყოფი არაა ! 

 

რას მოიცავს მოგზაურობა: 

 

მისალმება , ფოიეს დათვალიერება  და მოკლე განმარტება - რა ხდება თეატრის ფოიეში;  

 

კულისები - რა ხდება კულისებში, როგორია  კულისები (გრიმი, კოსტიუმების ოთახი, სამსახიობო საგრიმიეროები;  

 

სცენა - როგორია, რა ხდება სცენის გარშემო, როგორია მაყურებელთა დარბაზი; რატომაა ასეთი;  

 

თეატრის აპარატურა - რა გვჭირდება მუსიკისათვის, განათებისათვის;  

 

მთავარი -  რეპეტიციაც თუ დაემთხვა -  ეს დამატებითი ბონუსიც გამოგვივა ! 

 

ტური განსაზღვრულია 6 - 11  წლის ბავშვებისათვის. 

ფოტო და ვიდეო

თეატრის ტური ბავშვებისთვის

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება