აჯანყებულთა ვაგონი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
აჯანყებულთა ვაგონი

აჯანყებულთა ვაგონი

აჯანყებულთა ვაგონი
11ა, გ. ლეონიძის ქ.
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ქართული

განრიგი

11.03.2026
ოთხშაბათი
19:00
25

აღწერა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში

სპექტაკლი შთაგონებულია კოკი დადიანის სიტყვებით — „ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე“ და ეძღვნება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს. ეს ისტორიულ-დოკუმენტური დრამა სცენაზე აცოცხლებს მე-20 საუკუნის უმძიმეს ქრონიკას: საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციას, აგვისტოს აჯანყებას, ემიგრაციას საფრანგეთში და დამოუკიდებლობის იდეის შეუჩერებელ გზას. წარმოდგენა არის მეხსიერების აქტის ფორმა  ბრძოლა დავიწყების წინააღმდეგ და თავისუფლების ფასის გააზრება. 

 

პროექტი განხორციელდა კულტურის სამინისტროს სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში ლევილის ქართულ მამულში.

 

კოპროდუქცია სენაკის აკაკი ხორავას  სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრთან  ერთად.

 

!! სპექტაკლის დროს მაყურებელი სცენაზე განთავსდება. დარბაზში შესვლის შემდეგ კაპელდინერი დაგეხმარებათ და თავისუფალ ადგილს შეგირჩევთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!! 

 

პროექტი ხორციელდება კულტურის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით

 

რეჟისორები: ვატო ჯუღელი, ვახტანგ ნიკოლავა

 

პიესის ავტორი: ვალერი ოთხოზორია

 

სცენოგრაფია: ხატია დავითაშვილი

 

კოსტიუმების მხატვარი: სოფი ჩალაშვილი

 

მონაწილეობენ:

ამირან ქაჩიბაია (გორის გიორგი ერისთავის  სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის  მსახიობი) ზურა აბესაძე, თემურ კიკნაველიძე, გიორგი ბოგვერაძე, ლალი გაბელაია, ეკა კოღუა, ლადო კოკაია, ირაკლ

ფოტო და ვიდეო

აჯანყებულთა ვაგონი

ადგილი