Self-ის თეორია კრიზისის, ტრავმისა და გლოვის თერაპიაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Self-ის თეორია კრიზისის, ტრავმისა და გლოვის თერაპიაში

Self-ის თეორია კრიზისის, ტრავმისა და გლოვის თერაპიაში

Self-ის თეორია კრიზისის, ტრავმისა და გლოვის თერაპიაში
ბილეთის ფასი
დან2825
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

სიზმრები, კრიზისები, ტრავმები და გლოვა — ეს მხოლოდ მოვლენები ან მდგომარეობები არ არის.

სიზმარი არის ფორმა, რომლითაც ველი აგრძელებს საუბარს მაშინ, როცა ცნობიერება დუმს. ის გვიწვევს, რომ ვუსმინოთ გამოსახულებებს და არა ახსნა-განმარტებებს.
კრიზისი არის მომენტი, როდესაც ძველი ფორმა აღარ მუშაობს, ხოლო ახალი ჯერ არ დაბადებულა. ეს არის პაუზა, რომელშიც ტრანსფორმაცია ხდება შესაძლებელი.
ტრავმა არის კონტაქტის გაწყვეტა, როდესაც გამოცდილების ინტენსივობა აღემატება მის ასათვისებელ შესაძლებლობას. აქ საქმე არ ეხება "გამოჯანმრთელებას", არამედ — რბილ და ფრთხილ დაბრუნებას დასწრებაში.
გლოვა არის გზა, რომლითაც ადამიანი უბრუნდება ველს დაკარგვის შემდეგ. ეს არ არის „გაშვება“, არამედ — თანაარსებობა იმასთან, რაც წავიდა და იმასთან, რაც დარჩა.

თერაპევტის ამოცანაა არა ახსნა ან ინტერპრეტაცია, არამედ — მოწმის როლის შესრულება.
მნიშვნელოვანია ისეთი პირობების შექმნა, სადაც Self-ს ხელახლა შეეძლება მოძრაობის პოვნა.


**წამყვანი:

ანდრე ლამი (André Lamy)**
კინეზითერაპევტი და სხეულის თერაპევტი, გეშტალტთერაპევტი და ფსიქოანალიტიკოსი, სუპერვაიზორი და ტრენერი.
ბელგიის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის თანადირექტორი, IFGT-ის ასოცირებული წევრი.

წიგნების ავტორი:
„ერთი და მეორე – შემოქმედებითი ურთიერთქმედება“
„გეშტალტთერაპია სექსუალური სფეროში“ (გამოცემა L’Exprimerie)
და მრავალი სტატიის ავტორი.

ფლობს 50 წელზე მეტ გამოცდილებას თერაპიის, სუპერვიზიისა და სწავლების სფეროში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.


რეგისტრაცია და ინფორმაცია:

მიმართეთ ელფოსტით: tbilisicgti@gmail.com
WhatsApp:
+995 577 726767 • ოლგა ასათიანი
+995 599 944090 • თიკა ჩხეიძე
+995 599 096870 • იულია ისაევა

"Self — ეს არის პროცესი, რომელიც იბადება ველში თერაპევტსა და პაციენტს შორის."

ფოტო და ვიდეო

Self-ის თეორია კრიზისის, ტრავმისა და გლოვის თერაპიაში