საფეხური თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
საფეხური

საფეხური

საფეხური
P. Melikishvili #20, Wine Factory Building, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
ქართული

განრიგი

17.05.2026
კვირა
19:00
10

აღწერა

"საფეხური" - 1985, 84', რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი

 

ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი - ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია, რომლის შემოქმედება გამოირჩევა ფილოსოფიური სიღრმით, ვიზუალური მინიმალიზმითა და ადამიანის შინაგანი სამყაროსადმი განსაკუთრებული ინტერესით. როგორც ოპერატორმა და რეჟისორმა, მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული კინოს ისტორიაში. მისი ფილმები ხშირად ასახავს ინდივიდის გაუცხოებას, სულიერ ძიებასა და თავისუფლებისკენ სწრაფვას.

 

ფილმი „საფეხური“ (1985) ალექსის ისტორიას გვიყვება - ადამიანისას, რომელიც საკუთარ გარემოსა და საზოგადოებას გაუცხოებულია. ხანგრძლივი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, იგი ტოვებს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობას და გადაწყვეტს სოფელში წავიდეს ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. ფილმი ადამიანის სულიერი არჩევანის, მარტოობისა და ცხოვრების ნამდვილი მნიშვნელობის ძიების შესახებ მედიტაციური და ღრმა კინონამუშევარია.

 

 

ფილმის შემდეგ გაიმართება პროგრამის შეჯამება და პანელური დისკუსია პროგრამის მოდერატორების მონაწილეობით:

 

  • დავით დავითიანი (კინომცოდნე, პროგრამის კურატორი) 
  • ნინო მხეიძე (კინომცოდნე)
  • ლევან აბდუშელიშვილი (კინომცოდნე)
  • ლიკა გლურჯიძე (კინომცოდნე)
  • გიორგი გეთიაშვილი (კინომცოდნე, რეჟისორი)
  • ლიზა ალფაიძე (კინომცოდნე)

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

საფეხური

ადგილი