ფილმი, რომელმაც ინგმარ ბერგმანი გაახმაურა. ევროპაში მძვინვარებს შავი ჭირი. ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებული რაინდი სიცოცხლისთვის სახიფათო თამაშში ერთვება – იგი თამაშობს ჭადრაკს სიკვდილთან, სადაც ფსონი მისი სიცოცხლეა. აღსანიშნავია, რომ ფილმში მრავალი სახე, მათ შორის ჭადრაკის მოთამაშე სიკვდილი, შთაგონებულია შუა საუკუნეების ფრესკებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ალეგორიული შინაარსით არის დატვირთული, „მეშვიდე ბეჭედი“ ბერგმანის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი აღსაქმელი ნამუშევარია და შესანიშნავი დასაწყისია რეჟისორთან გასაცნობად.
ფილმმა კანის ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.