მეორე ნახევარი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მეორე ნახევარი

მეორე ნახევარი

მეორე ნახევარი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან35
ქართული

განრიგი

19.05.2026
სამშაბათი
20:00
35 ₾ - 40
35 ₾ - 40
ვრცლად
20.05.2026
ოთხშაბათი
20:00
35 ₾ - 40
35 ₾ - 40
ვრცლად

აღწერა

ორი ადამიანი. ერთი ღამე.

 

კითხვა — როგორია ცხოვრების მეორე ნახევარი.

ეს არის შეხვედრა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთში ირევა,

სადაც სიტყვები ზოგჯერ უფრო მეტს აზიანებენ, ვიდრე სიჩუმე

და სადაც ყოველი ფრაზა არჩევანია — დარჩენისა თუ წასვლის.

ღამე იწელება, დრო იცვლება,

მაგრამ მთავარი კითხვა უცვლელი რჩება —

ვინ როგორ აგრძელებს ცხოვრების მეორე ნახევარს და რა ფასად.

 

 

რეჟისორ სოფო ქელბაქიანისა და დრამატურგ მაკა კუკულავას შემოქმედებითი თანამშრომლობა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დაიწყო. პიესა “მეორე ნახევარი” თანამედროვე ხელოვნების განვითარების ცენტრის ფარგლებში დაიწერა, რომელსაც ბატონი თემური ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელობის სცენა გაიხსნა. სიმბოლურია, რომ პიესა “მეორე ნახევარი” სწორედ ამ სცენაზე სოფო ქელბაქიანის ინტერპრეტაციით გათამაშდება.

 

სპექტაკლი ეძღვნება ბატონი თემურის ნათელ ხსოვნას. 

ფოტო და ვიდეო

მეორე ნახევარი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება