📣 აზროვნების გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგიის დოქტორ, ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელ, EAP სერტიფიცირებულ გეშტალტ ფსიქოთერაპევტ თეა გოგოტიშვილთან.
➡️ თემა - „ტყუილის ფსიქოლოგია"
შეხვედრა ჩატარდება 1 აპრილს და დაეთმობა ტყუილის ფსიქოლოგიური მექანიზმების სიღრმისეულ ანალიზს: რატომ ვიტყუებით, როდის ვიწყებთ თავის მოტყუებას და რა გავლენას ახდენს ტყუიის ურთიერთობებსა და თვითაღქმის პროცესში. განხილული იქნება როგორც ინდივიდუალური, ისე ინტერპერსონალური დინამიკა, რომელიც სიცრუის ფორმირებასა და შენარჩუნებას განაპირობებს.
შეხვედრა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, გააცნობიერონ ტყუილის ფუნქცია ფსიქიკურ პროცესებში, ამოიცნონ დაცვის მექანიზმები და უკეთ დაინახონ საკუთარი და სხვების ქცევითი სტრატეგიები. სალონური საუბრების ფორმატი უზრუნველყოფს დიალოგს, ანალიზს და თემის გამოცდილებაზე დაფუძნებულ გააზრებას.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
