მოქმედება ვითარდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, გურიაში, პატარა სოფელში, მეორე მსოფლიო ომის დროს. სოფლის ჭორიკნები იკრიბებიან დილით, სადაც განიხილავენ ახალ ამბებს. ფოსტალიონი დაატარებს წერილებს და ახალ გაზეთებს, რომლებშიც ჭორიკნები ამოიკითხავენ სოფლის ბინადრების შესახებ საინტერესო ისტორიებს. პირველი ამბავი შეეხება ამ სოფლის ბინადარს - ქსენიას და მის ეზოში ბებერ ვაშლის ხეს „ხაზარულას“, რომელსაც ოჯახის წევრადაც კი მიიჩნევდნენ ბებია და შვილიშვილი. სამწუხაროდ „ხაზარულა“ უკვე დიდი ხანია არ იძლეოდა ნაყოფს. ოჯახის წევრები ცდილობდნენ ძველი ხალხური ტრადიციის თანახმად მოჭრით შეეშინებინათ ხე, რომ მას შიშით მოესხა ნაყოფი. მართლაც და თითქოს შეშინდება ხე და ერთი წლის შემდეგ მოისხავს უზომოდ უხვ მოსავალს. მაგრამ ეს ხის მხრიდან აღმოჩნდა ბოლო სასიცოცხლო ნაბიჯი, მას მერე, უამრავი მუქარის მიუხედავად, ვაშლს ისევ არეფერი მოუსხავს. ბებია იძულებული გახდა დაეყენებინა საკითხი მის მოჭრაზე, თუმცა შვილიშვილი კატეგორიულად ეწინააღმეგებოდა. რადგანაც ოჯახში ხის მჭრელი არავინ აღმოჩნდა, ინიციატივა გამოიჩინა მეზობელმა ანანიამ და ხე ერთ ღამეში მოჭრა. დილით აღმოჩნდა, რომ მოჭრილი ხის წვენი სისხლისფრად ჟონავდა. ბებიამ და შვილიშვილმა ჩათვალეს რომ ოჯახის წევრი მოაკვლევინეს. სინამდვილეში კი ხის სისხლი, წითელი ღვინო აღმოჩნდა, რადგანაც მის ფესვებში, მიწაში, ღვინით სავსე ჭური იყო ჩამარხული. რომელიც ხის ფესვებმა ჩატეხეს და მთელი ღვინო წყალივით შეისრუტეს.
მეორე გაზეთში კი სულ სხვა ისტორიაა, რომელსაც ასევე ჭორიკნები ყვებიან.
პატარა ბიჭი, ნოდარი, მშობლების სიკვდილის შემდეგ, მისი დედის დედამ - იულიამ, წაიყვანა თავისთან სოფელში. ნოდარის გარდა, იულია ზრდის თავის, კიდევ ორ ობოლ შვილიშვილს. მეორე მსოფლიო ომის დროს, სოფლად, სამი ბავშვის აღზრდა, საკმაოდ რთული იყო. ამიტომაც იულიამ გადაწყვიტა, რომ მოდარი, მის მამის მასისათვის - ქიშვარდისათვის გაეტანებინა სხვა სოფელში. ბავშვი არ იცნობდა თავის ბაბუას, და წავლა არ უნდოდა, მაგრამ ბებია იულის დაჟინებით იძულებული გახდა, რომ გაჰყოლოდა. ერთი წლის მერე იულია ცდილობს დაიბრუნოს შვილიშვი და აკითხავს ქიშვარდის, სადაც ყველა ხერხით აცოდებს თავს და ცდილობს დაიბრუნოს ბავშვი, რომელიც ბაბუის მიმართ, ამ ერთ წელიწადში დიდი სიყვარულით და პატივისცემით განეწყო. ქიშვარდი ვეღარ უძლებს იულიას ხვეწნას, გოდებას და იძულებულია დათმოს თავისი სისხლი და ხორცი. მარტო დარჩენილი ბაბუა განიცდის თავის გადაწყვეტილებას, თუმცა ბებიასაც ვერ ამტყუნებს, ისიც ხომ მისი სისხლი და ხორცია. მოულოდნელად იღება კარი და მას შვილიშვილი უბრუნდება. გახარებული ქიშვარდი უხსნის ნოდარის, რომ მისი დაბრუნება სისხლის ყივილია.
მთელი სპექტაკლის მსვლელობისას პერიოდულად ჩნდება პერსონაჟი, რომელიც ფიზიკური ტრავმის შედეგად გახდა გონება ჩამორჩენილი. მიუხედავად ნაკლისა, ის ძალიან მხიარული და დადებითი ადამიანია. ყველას ეცოდება და უყვარს.
ფინალში თავისი ტრაგიკული განცდით შემოდის ფოსტალიონი, რომელსაც მიაჩნია რომ მას თავისი ომიდან მოსული ინფორმაციით ტრაგედია შემოაქვს სოფელში და მისთვის ეს აუტანელია.
სპექტაკლი გათვლილია როგორც უფროსს მაყურებელზე, ასე სკოლის მოსწავლეებზე, ვინაიდან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები შესულია სასკოლო პროგრამაში.
„სოფლის ამბები“
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით
სპექტაკლში გამოყენებულია კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძის მუსიკა
რეჟისორი - რაჟდენ კერვალიშვილი
მხატვარ გამნათებელი - მიხეილ ჯოხარიძე
ხმის ოპერატორი - თეონა ბატიაშვილი
მონაწილეობენ:
იულია ბებია - ლიანა თაბუკაშვილი
შვილიშვილი (ნოდარი ლომჯარია) - ლუკა ყაველაშვილი
ანანია სალუქვაძე - რაჟდენ კერვალიშვილი
ბაბუა ქიშვარდი - მამუკა ჩინჩალაძე
ბეჟანა - მათე გოგოლაძე
კოწია ფოსტალიონი - ომარი (ომიკო) ნატროშვილი
ჭორიკნები: ელენე ელბაქიძე, ლეილა არსენიძე, მარიამ შუბითიძე
სპექტაკლი დაიდგა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით