ჰენდფენის მუსიკალური სამყარო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ჰენდფენის მუსიკალური სამყარო

ჰენდფენის მუსიკალური სამყარო

ჰენდფენის მუსიკალური სამყარო
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.01.2026
შაბათი
17:00
60

აღწერა

31 იანვარს, ჯგუფი “ჰანგი”, ლუმოსში ჰენდფენის ზღაპრულ მუსიკალურ საღამოს წარმოგიდგენთ, სადაც შესრულდება ჯგუფის მიერ შექმნილი მელოდიები — ჰენდფენის, საქსაფონისა და ვოკალის თანხლებით.

ჰენდფენი მაღალი სიხშირის ინსტრუმენტია, რის გამოც იგი თერაპიულ და მედიტაციურ საკრავადაც ითვლება. ამიტომ, მუსიკალურ სიამოვნებასთან ერთად გელოდებათ ღრმა თერაპიული გამოცდილება და განსაკუთრებული შინაგანი მოგზაურობა 

“ჰანგი” თოთხმეტი ადამიანისგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფია, რომელიც ქმნის საკუთარ მელოდიებს ჰენდფენის წამყვანი ჟღერადობით.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი სპონტანურად ჩამოყალიბდა, მრავალი მეგობრული შეხვედრის საფუძველზე. ამ შეხვედრებზე ის ადამიანები, რომლებიც დღეს უკვე “ჰანგის” ჯგუფის წევრები არიან, ჰენდფენის სიყვარულით იკრიბებოდნენ პროცესში კი მიხვდნენ, რომ მათ შორის შეიქმნა ველი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა თოთხმეტ განსხვავებულ და საინტერესო ადამიანს ჰარმონიულად ემუშავა და ახალი მელოდიების შექმნისგან დიდი სიამოვნება მიეღო.

ჩვენი ჰენდფენის მასწავლებლების, ლინასა და პეტრეს მოსმენა ამჯერად “ჰენდფენის საღამოების” ფორმატში შეგიძლიათ. 

ლუმოსის სტუმრებს აქ დაგხვდებათ ჰარმონიული, მისტიკური და მშვიდი ატმოსფერო, ჰენდფენის ჟღერადობით, ემოციური ვოკალითა და საქსოფონის ღრმა ფენებით… 

ჩვენი საერთო სურვილი მსმენელისთვის იმ სიხარულნარევი სიმშვიდის გაზიარებაა, რომელსაც დაკვრის პროცესში თოთეული მონაწილე განიცდის.

გელით მელოდიურ ღონისძიებაზე
ღირებულება: 60 ლარი
დასაწყისი: 17:00; 31 იანვარი

შეგახსენებთ, რომ თავად ჰენდფენის კურსი ლუმოსში 2 თებერვალს დაიწყება.

კითხვები თუ გექნება, მოგვწერე…
დეტალებისთვის კი ეწვიე ჩვენს ვებ-გვერდს: Lumos.ge

ფოტო და ვიდეო

ჰენდფენის მუსიკალური სამყარო

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება