გონზაგოს მკვლელობა-გასტროლი რუსთაველის თეატრში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
გონზაგოს მკვლელობა-გასტროლი რუსთაველის თეატრში

გონზაგოს მკვლელობა-გასტროლი რუსთაველის თეატრში

გონზაგოს მკვლელობა-გასტროლი რუსთაველის თეატრში
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

აღწერა

ბულგარელი დრამატურგის ნედიალკო იორდანოვის პიესა ,, გონზაგოს მკვლელობა"- ესაა სპექტაკლი სპექტაკლში. ყველას კარგად გვახსოვს შექსპირის ,, ჰამლეტის" მესამე მოქმედების ძირითადი თემა, როცა მოხეტიალე მსახიობები, პრინცის დავალებით და მისივე სცენარით, სპექტაკლს თამაშობენ. სწორედ ეს თემაა გაშლილი იორდანოვის პიესაში და მოხეტიალე მსახიობთა დასის მოკლე თავგადასავალს მოგვითხრობს.

 


აქ ყველას თავისი განსაზღვრული როლი აქვს, ზოგმა უკვე იცის ამის შესახებ, ზოგმა-არა. მრავლადაა ინტრიგები, შურისძიება, ტყუილი და ღალატი. ესაა დემონსტრირება იმის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრენაში ვაწყდებით. სხვა სხვის მაგივრად და გამარჯვებული მესამე - ერთი შეხედვით, სრულიად გვერდით მდგომი.

ფოტო და ვიდეო

გონზაგოს მკვლელობა-გასტროლი რუსთაველის თეატრში

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება