რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება

რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება

რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ქართული

განრიგი

07.04.2026
სამშაბათი
20:00
30

აღწერა

💡7 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ, მთარგმნელ და ფილოლოგ ზაალ ჩხეიძესთან.
 

➡️ თემა - „რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება"

გურამ დოჩანაშვილი - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ღრმა მოაზროვნე ავტორია, რომლის ტექსტებში იუმორი, ფილოსოფია და ადამიანური ყოფის საკითხები უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს.

მისი შემოქმედება გვასწავლის:

როგორ დავინახოთ ადამიანი ყოველდღიურობაში,

როგორ ვიფიქროთ თავისუფლებაზე, ღირსებაზე და პასუხისმგებლობაზე,

როგორ ვაქციოთ ლიტერატურა ცხოვრების ანარეკლად.

სწორედ ამ დიდი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიულ რომანზე ვისაუბრებთ შეხვედრაზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, რადგან თავად გურამ დოჩანაშვილს არაერთი ლექცია აქვს ჩატარებული აზროვნების აკადემიის სივრცეში, სადაც მწერლის შემოქმედებაზე საუბრებს, მისადმი პატივისცემის ნიშნად კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ.
 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო


შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება