1924 წლის აჯანყების დროს ბოლშევიკების მიერ სრულიად უდანაშაულო ადამიანები იქნენ რეპრესირებულნი. პიესა დოკუმენტურ ამბავს ეყრდნობა. სპექტაკლი ორი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზეა, რომლებიც ,,კლასობრივი წმენდის“ მსხვერპლნი გახდნენ. დგება ახალი დრო, მაგრამ რის ფასად? მოვლენების თვითმხილველი დღიურში წერს: ,,თავადების ოჯახებისათვის ჩამოუვლიათ, კაცები მოუკრეფიათ და კიდეც დაუხოციათ”.
პიესა თავდაპირველად შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის 18 აპრილს დაიდგა. ახალი დადგმის პრემიერა 11 და 12 მარტს, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგება.
ტექსტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - ალექსანდრე ქანთარია
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - გიორგი სულთანიშვილი
სცენოგრაფი - ანა ბერიშვილი
კოსტიუმების მხატვარი - ნისა სამადბეგიშვილი
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
ტექნიკური რეჟისორი - ლეილა მურღულია
მსახიობები:
მაკო - ანა ლევენეცი
თამარი - ნინო ლომიძე
ქეთუშა - ნინო აბესალაშვილი
იაგორა - გიგა კაკუბავა
ელისაბედი - ელენე დარჩია
დავითი - დავით გურგენაძე
კოტიკო - ზუკა პაპუაშვილი / ბუკა თოლორდავა
კატინკა - მეგი ფერაძე
პანწკალა - კახი გაზდელიანი
ჯადუგა - ლაშა წიკლაური
ქიტო - ზუკა პაპუაშვილი / ბუკა თოლორდავა
ხანგრძლივობა 2 საათი, ორ მოქმედებად
ასაკობრივი შეზღუდვა - 12+
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება.
