💡 2 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფილოლოგიის დოქტორ, ფილოსოფოს ანა ქირიასთან გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაზე: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
საუბარი ეფუძნება გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების ცნობილ მოთხრობას, რომელიც ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ემოციური და ფილოსოფიური დატვირთვით გამოირჩევა და მრავალი თაობისთვის ლიტერატურის სიყვარულის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ლექციის განმავლობაში საუბარი შეეხება როგორც თავად დოჩანაშვილის პიროვნებასა და მის შემოქმედებით სამყაროს, ისე ამ მოთხრობის სხვადასხვა ინტერპრეტაციას. შეხვედრის მიზანია დაფიქრება ლიტერატურის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. რატომ გვჭირდება წიგნები, როგორ იბადება ლიტერატურისადმი სიყვარული და რა გზებით შეიძლება მისი გაზიარება სხვებისთვის. ეს შეხვედრა ერთგვარი ომაჟია არა მხოლოდ დოჩანაშვილისადმი, არამედ ლიტერატურისადმი პატივისცემისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთვისაც კითხვა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
