მოგონილი, თითქმის ბიბლიური იგავი სულიერი ძალისა და ეკლიან გზაზე წმინდანობამდე მისვლის შესახებ. უცნობი, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, უსახლკარო მოხეტიალეს 200 ფრანკს აძლევს და სთხოვს, როცა შეძლებს, დააბრუნოს ეს თანხა ადგილობრივ ეკლესიაში. მოხეტიალე – ღირსების კაცია. გულწრფელად ცდილობს დანაპირების შესრულებას, ყველაფერი თითქოს კარგად მიდის, მაგრამ ყოველი გადამწყვეტი ნაბიჯის წინ რამე აბსურდული ხდება და საქმე ფუჭდება. ირკვევა, რომ ცხოვრებაში იმდენი გასაკეთებელია, რომ მთავარზე კონცენტრირება თითქმის შეუძლებელია.
ფილმმა "ოქროს ლომი" მოიპოვა ვენეციის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.