წარმატებული ქირურგი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად — სანამ არ შეხვდება წარსულიდან მოსულ შურისმაძიებელ ძალას, რომელსაც ვერაფერს აღუდგება.
„წმინდა ირემის მკვლელობა“ — იორგოს ლანტიმოსის მცდელობა, ანტიკური ბერძნული ტრაგედიის წესები თანამედროვე ეპოქაზე გადაატაროს. შედეგი — მძიმე და სასტიკი ფილმი მონსტრული სამართლიანობის შესახებ, სადაც მოქმედებს კანონი „თვალი თვალის წილ“. გმირებს წინ უდგებათ ძალა, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია — ნამდვილი ბედი, უცილობელი როგორც ტრაგედიაში. და როცა ყველაფერი დასრულდება, მაყურებელს კათარსისის გავლა ელის.
„ოქროს პალმის რტო“ საუკეთესო სცენარისთვის.