რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის სპექტაკლი - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის "დიდ სცენაზე" "სტუმარ-მასპინძელი" ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით რეჟისორი და სცენოგრაფი - სოსო ნემსაძე კოსტუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი კომპოზიტორი - გოგიტა მაისურაძე სასცენო მოძრაობა - შოთა გეგიაძე ტექნიკური რეჟისორი - ინა ხომასურიძე მონაწილეობენ: ვაკო კობერიძე; ნიკა ჩხაიძე; არჩილ მაკალათია; ზურა ფიროსმანიშვილი; ირაკლი ბექაია; ანა შარვაძე; ნათია მელაძე; სოფიკო ჩხიტუნიძე; ეკატერინე ქვრივიშვილი; რეზო კოღოშვილი; ლეონტი შიოშვილი; ზაზა თაბოშვილი; გიორგი ტოჩილაშვილი; ირაკლი ჯიშკარიანი. ანოტაცია: სხვისი ღრებულებების პატივისცემა კაცობრიობის მარადიულ პრობლემას წარმოადგენს. ნაწარმოები მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც ორიენტირებულია სტუმართმოყვარეობის, პატივისცემის, კულტურული კონფლიქტებისა და ინდივიდუალური მორალის თემებზე. სიუჟეტი ვითარდება საქართველოს მაღალმთიანეთში, კონკრეტულად ფშავ-ხევსურეთის რეგიონში, სადაც ღრმად არის ფესვგადგმული ტრადიციული ქცევის კოდექსები. მთავარი გმირი, ჯოყოლა კი მის მტერს და მებრძოლს, დაჭრილ ზვიადაურს საკუთარ ჭერქვეშ შეიფარებს. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაური მოქიშპე ტომის წარმომადგენელია, ჯოყოლა პატივს სცემს სტუმართმოყვარეობის იმ ტრადიციებს, რომელიც მასპინძელს სტუმრის დაცვას ავალდებულებს. აღნიშნული გმირობის ტრაგიკული გამოვლინება, საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა ჯოყოლა ირჩევს იმ ფასეულობებს რაც მისთვის მორალურად შესაფერისი და ტრადიციებზე უპირატესია. ჯოყოლასა და ზვიადაურის ისტორია ტრაგედიაა ადამიანური ნდობის, კეთილგონიერებისა და სისუსტის შესახებ.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.