თოჯინების ისტორია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თოჯინების ისტორია

თოჯინების ისტორია

თოჯინების ისტორია
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

როდის გაჩნდა პირველი სათამაშო და როგორი იყო უძველესი სათამაშოები? მრავალფეროვანი ვიზუალური და აუდიომასალის გამოყენებით მონაწილეები გაეცნობიან: 


• საინტერესო ფაქტებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;

• სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიებს; 

• ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორიას; • მეთოჯინის პროფესიას. 


პროგრამის ბოლოს მონაწილეები თავად შექმნიან ქართულ ტრადიციულ დედოფალებს. 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. 


• მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 

• ასაკობრივი ჯგუფი: 5 წლიდან 

• ხანგრძლივობა: 90 წუთი 

• ოთხშაბათი: 15:00 საათი 

• ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7 

• ღირებულება: 10 ლარი 
 

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - 551 51 49 42 

 

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

 

ღონისძიებები ტარდება ქართულ ენაზე

ფოტო და ვიდეო

თოჯინების ისტორია

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება