ძინებისპირზე მყოფ ამერიკულ გარეუბანს მორმონ მისიონერი ახალგაზრდა გოგონების წყვილი შემოუვლის. საუბარს მთავარ თემაზე მათთან თანხმდება ათეისტი თეოლოგი რიდი (ჰიუ გრანტი), რომელიც გადაწყვეტს ფილოსოფიური სემინარი მოუწყოს მათ — დახურულ სივრცეში, სასიკვდილო მახეებით.
ჰოდა, ასეა საქმე. მონსტრებითა და ვამპირებით უკვე შეგვაშინეს. უცხოპლანეტელებითაც. ღამის აჩრდილით, გიგანტური მაიმუნით, მზიან მინდორზე მცხოვრები შემზარავი სექტით, მაცივარში გაცოცხლებული პომიდვრებითაც... ახლა კი — რას იტყვით სიმპათიურ, განათლებულ, შუახნის კაცზე, რომელიც რელიგიურ თემებზე ტკბილად ფილოსოფოსობს? მართალია, ეს კაცი, მიუხედავად თავისი განკითხვისუნარიანობისა, მაინც ჭორს აყოლილი ჩანს (ასე ვფიქრობთ ჩვენ), მაგრამ არაფერია — ასე კიდევ უფრო საშიშია.
A24-ის ფსიქოლოგიურმა ჰორორმა კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია, ჰიუ გრანტი კი უკვე „ოქროს გლობუსზე“ წარადგინეს ნომინაციით.