ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორი გიორგი კაშია, ამ მოკლე ხანში მეორედ დგამს კლასიკურ ნაწარმოებს. პირველი სპექტაკლი დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ ადაპტირებული ვერსიაა, მეორე - ნიკოლაი გოგოლის უკვდავი „რევიზორი“.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, გოგოლმა პიესის ამბავი და ფაბულა პუშკინისგან გაიგო. უაღრესად საინტერესო მოვლენაა, როცა ორი თავისთავადი ტალანტი, ორი გენიალური შემოქმედი ერთი და იმავე ისტორიით აენთება.
შედეგად მივიღეთ ის, რაც, ალბათ, ბუნებრივიცაა და ლოგიკურიც; შედეგად მივიღეთ „რევიზორი“, - დრამატურგიული შედევრი, პიესა, რომელმაც რუსული საზოგადოების ცხოვრების წესი სააშკარაოზე გამოაჭენა და ერთ მარადიულ, ზოგადსაკაცობრიო თემასაც შეეხო ფინალში. ნამდვილი რევიზორი, ბოლოს და ბოლოს უცილობლად მოვა, როგორც განკითხვა, ჩვენი არსებობის, ჩვენი ყოფის უპირობო მსაჯული...
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.