ქრისტეს ცხოვრების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და რადიკალური ფილმი, გადაღებული მარქსისტისა და მეამბოხე რეჟისორის — პიერ პაოლო პაზოლინის მიერ. ტრადიციული რელიგიური პომპეზურობის უარყოფით, რეჟისორი ქმნის მკაცრ, თითქმის დოკუმენტურ სახეს სახარებისეული ისტორიისა. სიუჟეტსა და დიალოგებში ზუსტად მიჰყვება მათეს სახარებას და აღწერს იესოს ცხოვრებას ავტორის მარქსისტულ-კათოლიკური ხედვით.
მარტივი ხერხებით გენიოსმა რეჟისორმა შეძლო ის, რაც ბევრმა მისმა წინამორბედმა და მომდევნომ ვერ მოახერხა: ჩამოაცალა სახარებას რელიგიური პიეტეტი და იესო ქრისტეს ფიგურა დესაკრალიზაცია გაუკეთა — მაქსიმალურად დააახლოვა ის ადამიანებთან და წმინდა წერილი ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი გახადა.
🏆 „ვერცხლის ლომი“ ვენეციის კინოფესტივალზე, გრან-პრი საერთაშორისო კათოლიკური კინოს ოფისის (International Catholic Film Office) ფესტივალზე