💡 აზროვნების აკადემიაში გაიმართება განსხვავებული საზრისები თემაზე: პიროვნების ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც სამი შეხვედრისაგან შედგება. შეხვედრებს წარუძღვებიან ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
◽ 23 ივნისს (20:00 საათი) დეკანოზი თეოდორე გაგნიძე განიხილავს ეგზისტენციალურ კრიზისს ქრისტიანული პერსპექტივიდან. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ადამიანის თავისუფლებას, ტანჯვის მნიშვნელობას, რწმენის კრიზისსა და იმ გზებს, რომლითაც ქრისტიანული ტრადიცია ცხოვრების საზრისის აღმოჩენას გვთავაზობს.
◽ 27 ივნისს (20:00 საათი) ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი ისაუბრებს სიღრმის ფსიქოლოგიის პერსპექტივაზე. განხილვის საგანი იქნება ადამიანის არაცნობიერი სამყარო, შინაგანი კონფლიქტები, იდენტობის კრიზისი, ჩრდილის ფენომენი და ის ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც ხშირად დგას ცხოვრებისეული კრიზისების უკან.
◽ 4 ივლისს (19:00 საათი) კი გაიმართება მათი საერთო შეხვედრა , სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ, როგორ პასუხობს ერთსა და იმავე კითხვებსა და თემებს ქრისტიანული აზროვნება და სიღრმის ფსიქოლოგია, სად იკვეთება მათი გზები და სად განსხვავდება მათი ინტერპრეტაციები.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო