შაბათს, 6 ივნისს, დღის საათებში გეპატიჟებით ტექნოლოგიებისა და ეკონომიკისადმი მიძღვნილ ვორქშოფზე. კრიპტოვალუტებმა მოგვცა იაფი გადარიცხვები, ტრანზაქციების კონფიდენციალურობა, შუამავლებისგან დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებისგან მეტი თავისუფლება. მაგრამ საკმარისია თუ არა ეს იმისთვის, რომ ისინი მომავლის ფული გახდნენ?
ინფორმაციული სისტემების ინჟინერი ანდრეი ბოლკისევი გიწვევთ თავის მორიგ „ჰიპერგაკვეთილზე“, რომელიც კრიპტოვალუტების შესახებ არსებული დიდი ნარატივის დეკონსტრუქციას დაეთმობა.
შეხვედრაზე:
• ვეცდებით გავერკვეთ კრიპტოვალუტების გარშემო არსებულ ძირითად ნარატივებში.
• განვიხილავთ კრიპტოვალუტებს, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიდგომების პრიზმიდან.
• დავფიქრდებით, რა აკლიათ თანამედროვე კრიპტოვალუტებს იმისთვის, რომ ფიატური ფული ჩაანაცვლონ და საერთოდ გვჭირდება თუ არა ეს.
შეხვედრას გაუძღვება ანდრეი ბოლკისევი — დამოუკიდებელი მკვლევარი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი და არხის „Житейские воззрения пана Семушельского“ ავტორი.
🗓 6 ივნისი, 15:00
📍 ბეთლემი 23
🎟️ შესვლა — ნებისმიერი კუპიურით.